დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
უკვე რამდენიმე საათია, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავს აყვანილი. ადგილზე ამ დროისთვის სიტუაცია უცვლელია, ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფილიალში 12 მძევალი იმყოფება. გამოძიება კი ტერორისტული აქტისა და ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების მუხლებით დაიწყო.
პირი, რომელიც სამხედრო ფორმაშია ჩაცმული, ამბობს, რომ მას ასაფეთქებელი საშუალებები აქვს დამაგრებული როგორც სხეულზე, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობებია ბანკის კარზეც. სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობები ჩანს ბანკიდან გავრცელებულ ვიდეოებშიც.
ადგილზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრებიც. ისინი შენობაში მყოფების უსაფრთხოდ გამოყვანას ითხოვენ.
ბანკის ტერიტორიაზე მყოფების ინფორმაციით, ბანკში შეჭრიდან რამდენიმე წუთში, მათ უკვე გაიგეს ხმაური და გასროლის ხმა.
თვითმხილველის თქმით, დაინახა დამლაგებელი ქალი, რომელიც შეჭრის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ის სავარაუდოდ შიშის გამო სიმაღლიდან გადმოვარდა. მისივე თქმით, ქალს უკვე გაეწია პირველადი დახმარება და ის ერთ-ერთ მთავარ მოწმედ განიხილება.
„ატყდა ერთი ამბავი გარეთ, მერე მივედით და გავიგეთ, რომ დამლაგებელი ასული ყოფილა ზევით, რომ შევარდა ეს შიშის გამო გადმოვარდა თუ გადმოხტა კივილ-კივილით გამორბოდა ის ქალი, მანამდე ბანკში ყოფილა ეს დამლაგებელი ქალი, ფანჯარას წმენდდა და გადმოვარდნილა“, - აცხადებს თვითმხილველი.