შეშინებული თანამშრომელი სიმაღლიდან გადმოვარდა - რა ხდებოდა ბანკში მძარცველის შეჭრის დროს

ძარცვა

რამდენიმე საათია ქუთაისში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში სპეცოპერაციაა. ბანკში მძარცველი შეიჭრა, რომელმაც 12 მძევალი აიყვანა და 2 მილიონ დოლარს ითხოვს.

ბანკის ტერიტორიაზე მყოფების ინფორმაციით, ბანკში შეჭრიდან რამდენიმე წუთში, მათ უკვე გაიგეს ხმაური.

თვითმხილველის თქმით, დაინახა დამლაგებელი ქალი, რომელიც შეჭრის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ის სავარაუდოდ შიშის გამო სიმაღლიდან გადმოვარდა. მისივე თქმით, ქალს უკვე გაეწია პირველადი დახმარება და ის ერთ-ერთ მთავარ მოწმედ განიხილება.

„ატყდა ერთი ამბავი გარეთ, მერე მივედით და გავიგეთ, რომ დამლაგებელი ასული ყოფილა ზევით, რომ შევარდა ეს შიშის გამო გადმოვარდა თუ გადმოხტა კივილ-კივილით გამორბოდა ის ქალი, მანამდე ბანკში ყოფილა ეს დამლაგებელი ქალი, ფანჯარას წმენდდა და გადმოვარდნილა“, - აცხადებს თვითმხილველი.

ცნობისთვის, ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ მძარცველი დღის პირველ ნახევარში შეიჭრა. ნიღბიანმა პირმა მძარცველები აიყვანა და ორ მილიონ დოლარს ითხოვს.