გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ვითარება უცვლელია. შენობაში 12 მძევალი იმყოფება. მათი ოჯახის წევრები კი რუსთაველის ქუჩაზე, შენობასთან არიან შეკრებილები და იქ მყოფების უსაფრთხოდ გამოყვანას ითხოვენ.
„ვითხოვ, ჩემი შვილი და ყველა ბანკის თანამშრომელი გამოიყვანონ მშვიდობიანად და სახლებში დაბრუნდნენ - ამბობს მძევლად აყვანილი ბანკის თანამშრომლის მამა.
აქვე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბანკში შეჭრილ თავდამსხმელს ტანზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს დამონტაჟებული.
ცნობისთვის, რამდენიმე საათია ქუთაისში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში სპეცოპერაციაა. ბანკში მძარცველი შეიჭრა, რომელმაც 12 მძევალი აიყვანა და 2 მილიონ დოლარს ითხოვს.
ბანკის ტერიტორიაზე მყოფების ინფორმაციით, ბანკში შეჭრიდან რამდენიმე წუთში, მათ უკვე გაიგეს ხმაური.
თვითმხილველის თქმით, დაინახა დამლაგებელი ქალი, რომელიც შეჭრის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ის სავარაუდოდ შიშის გამო სიმაღლიდან გადმოვარდა. მისივე თქმით, ქალს უკვე გაეწია პირველადი დახმარება და ის ერთ-ერთ მთავარ მოწმედ განიხილება.
„ატყდა ერთი ამბავი გარეთ, მერე მივედით და გავიგეთ, რომ დამლაგებელი ასული ყოფილა ზევით, რომ შევარდა ეს შიშის გამო გადმოვარდა თუ გადმოხტა კივილ-კივილით გამორბოდა ის ქალი, მანამდე ბანკში ყოფილა ეს დამლაგებელი ქალი, ფანჯარას წმენდდა და გადმოვარდნილა“, - აცხადებს თვითმხილველი.