VIDEO: "წამზომია ჩართული..." - ბანკში შეჭრილ თავდამსხმელს ტანზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს დამონტაჟებული

ძარცვა

 „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი აცხადებს, რომ  ტერიტორიაზე განთავსებულია ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელზეც, მისივე თქმით,  წამზომია ჩართული.

ამის შესახებ თავდამსხმელი  მორიგ ვიდეოში საუბრობს.

ცნობისთვის, რამდენიმე საათია ქუთაისში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში სპეცოპერაციაა. ბანკში მძარცველი შეიჭრა, რომელმაც 12 მძევალი აიყვანა და 2 მილიონ დოლარს ითხოვს.

ბანკის ტერიტორიაზე მყოფების ინფორმაციით, ბანკში შეჭრიდან რამდენიმე წუთში, მათ უკვე გაიგეს ხმაური.

თვითმხილველის თქმით, დაინახა დამლაგებელი ქალი, რომელიც შეჭრის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ის სავარაუდოდ შიშის გამო სიმაღლიდან გადმოვარდა. მისივე თქმით, ქალს უკვე გაეწია პირველადი დახმარება და ის ერთ-ერთ მთავარ მოწმედ განიხილება.

„ატყდა ერთი ამბავი გარეთ, მერე მივედით და გავიგეთ, რომ დამლაგებელი ასული ყოფილა ზევით, რომ შევარდა ეს შიშის გამო გადმოვარდა თუ გადმოხტა კივილ-კივილით გამორბოდა ის ქალი, მანამდე ბანკში ყოფილა ეს დამლაგებელი ქალი, ფანჯარას წმენდდა და გადმოვარდნილა“, - აცხადებს თვითმხილველი.