პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისში ტაქსის მძღოლმა ფულის გამოძალვის მიზნით ლატვიელი პროფესორი გაიტაცა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი კოლეგა, ოთო აბესაძე ავრცელებს.
„ჩემი კოლეგა და ძალიან ბევრი წლის მეგობარი, რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ბიზნეს ინჟინერიისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის დირექტორი დენის სჩეულოვსი დღეს, 11 აპრილს, დილის 5 საათზე ჩამოფრინდა საქართველოში.
მან და მისმა თანმხლებმა პირმა აეროპორტში გამოიძახეს ტაქსი, სასტუმროში ტრანსფერისთვის. ტაქსის მძღოლმა თბილისში წამოყვანის ღირებულების ნაცვლად (23 ლარი) მოსთხოვა 195 ლარი. გაპროტესტების შემდეგ წაიყვანა საქმის გასარჩევად, ვითომ აეროპორტის პოლიციაში და სინამდვილეში, გომბორის მთაზე.
როდესაც პროფესორმა ნახა, რომ მძღოლი გასცდა აეროპორტის გზას, ჩემს ოჯახის წევრს გამოუგზავნა ტაქსის ნომერი და შეტყობინება, რომ იგი არის გატაცებული. შემდეგ გომბორის მთაზე მძღოლმა თბილისში დაბრუნების სანაცვლოდ მოითხოვა 500 ლარი, რაც თავისთავად ვერ მიიღო და მგზავრები დატოვა გომბორის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მანქანიდან გადმოსვლისას იყო ინციდენტი, როდესაც ფიზიკური დაზიანება მიიღო პროფესორის თანმხლებმა პირმა. მომენტალურად შევატყობინეთ პოლიციას. პროფესორი და მისი თანმხლები პირი ახლაც არიან გამოკითხვაზე. მსგავს კრიმინალს სახელმწიფომ უნდა უპასუხოს უმკაცრესად“, - წერს აბესაძე.