არ მგონია, საქართველოს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა ჰქონდეს - ბექა დავითულიანი

ბექა დავითულიანი

"არ მგონია, საქართველოს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა ჰქონდეს, ვნახოთ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განუცხადა.

„მეგობრული ურთიერთობების სხვა ფორმები არსებობს. ელჩის გაწვევის ფონზე, ვითომ და დაზვერვის ინფორმაციის უპასუხისმგებლოდ გავრცელების ფონზე, გვინდა ან გვინდა, ურთიერთობები ცოტა უხერხულ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა, რა თქმა უნდა, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მის ხელთ არსებული ყველა რესურსით ამაში ხელი შეუწყოს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ინფორმაციისთვის, რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საჯაროდ მიმართა:

„არის თუ არა მიზანშეწონილი უწოდო მოწვევას „არასათანადო“, რომ ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და დაინახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერის სიტყვები? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე“, - აცხადებს სტეფანჩუკი.