„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
სტრასბურგის სასამართლოს სტატისტიკა არის ყველაზე კარგი ინდიკატორი ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებისა. ხაზგასმით მინდა, გითხრათ, რომ დღეისათვის განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 138 საქმე, რაც ისტორიული მინიმუმია, - ამის შესახებ ისუტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„აუცილებელი არის ხოლმე შედარების გაკეთება იმისათვის, რომ არ დაგვავიწყდეს ისტორია. 2011-2012 წლებში სასამართლოს წარმოებაში ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3000-დან 4000-მდე საქმე, დღეს კი, არის მხოლოდ 138. ეს არის ის სტატისტიკა, რომელიც კიდევ ერთხელ მეტყველებს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში. და მართლაც პარადოქსია, როდესაც ეს ხალხი, რომელიც დარბაზიდან გარბის, იმიტომ, რომ სათქმელიც კი არაფერი და ვერაფერი აქვთ, გარდა უნიჭო, შეურაცხმყოფელი და წყევლა-კრულვით აღსავსე პერფორმანსებისა, სხვა სათქმელი არაფერი აქვთ და, შესაბამისად, გარბის დარბაზიდან. მედიას შეუძლია აჩვენოს ცარიელი სკამები ამ ძალით ვაჟკაცი და ვითომ ქვეყნის მოყვარული ხალხისა, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ეს ცარიელი სკამებიც ნათლად მეტყველებს მათ მიდგომებზე, ზოგადად, სახელმწიფოს მიმართ“, - განაცხადა ბრეგაძემ.