დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, 2022 წელს საქართველოში პირველად შეიქმნა და მთავრობის მიერ დამტკიცდა სახელმწიფო სერვისების განვითარების ერთიანი სტრატეგია.
„მაღალი ხარისხის სახელმწიფო მომსახურება - ეს არის სახელმწიფოს სავიზიტო ბარათი, თუმცა ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ეს მიღწევა, რომელიც საქართველოს აქვს, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და არ ვჯერდებით მიღწეულს. სწორედ ამ მიზნით სახელმწიფოს მიერ შემუშავებულია ახალი სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია, რომელიც უკვე დამტკიცდა მთავრობის მიერ. ეს სტრატეგია ითვალისწინებს სერვისების გამცემ უწყებებში მომსახურების შექმნის, მიწოდების ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ერთიანი მიდგომების დანერგვას. სტრატეგიის რეალიზაცია პრაქტიკულად უკვე დაწყებულია და 2022 წლის აპრილიდან, სტრატეგიის დამტკიცებიდან დღემდე, გატარდა არაერთი მოქმედება,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში.
რეფორმის შედეგად სახელმწიფო სერვისების მიწოდება მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ახალი სტანდარტების დანერგვა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული სახელმწიფო სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ტრენინგ-მოდულები მოამზადა. აღნიშნულ საკითხებზე სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების 500-ზე მეტი წარმომადგენელი გადამზადდა.
სერვისების გამარტივებულად მიწოდების სტანდარტის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყებაა იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. რეფორმის მოცემული კომპონენტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.
მთავრობის მიერ სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ, ერთიანი მიდგომების პრაქტიკაში დანერგვით, საქართველოში სახელმწიფო მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება.