სოფელ ვეჯინში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, რომელშიც პოლიციის თანამშრომელი ფიგურირებს, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურატურა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი დაჭრის ფაქტზე გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო, ვინაიდან საქმეში პოლიციის თანამშრომელი ფიგურირებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის.

შეგახსენებთ, შემთხვევა სოფელ ვეჯინში გასულ ღამეს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლის, ვახტანგ მთივლიშვილის მამას სოფელ ჩუმლაყიდან ვეჯინში მიაკითხეს.

მხარეებს შორის დპირისპირების შემდეგ, მთივლიშვილმა მამის დასაცავად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და ერთი პირი დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი გურჯაანის კლინიკაში მკურნალობს.