1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ქართველი მოკრივე - ავთანდილ ხურციძე უკვე თავისუფალია. ის ამერიკაში, კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით, 2017 წელს დააკავეს. ხურციძე ბრძოლის გაგრძელებას ამერიკის სახელით აპირებს, მან საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. - მის ინტერვიუს ჟურნალი „თბილისელები“ აქვეყნებს.
რაში მიიჩნევ თავს დამნაშავედ?
- არაფერში. ხუთი წელი რომ ჩხუბის გამო დამიმატეს, ამის შემდეგ, მე აპელაცია დავწერე. ამ ჩხუბის დროს, მე შვიდჯერ შემეხო დანა. ერთი, მეორე, მესამე-გავთიშე, მაგრამ მათ დანა ჰქონდათ, მე ხელით ვიყავი. შვიდჯერ მომხვდა დანა, მაგრამ მოსამართლემ მაინც მე მომისაჯა ხუთი წელი. საქმე ისაა, რომ დანა საერთოდ არ იყო ნახსენები საჩივარში. მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი და აბა, დანის გარეშე მე ვინ მომერეოდა, ამიტომაც დამსაჯეს. მაგრამ გამოვიძიე თავიდან ბოლომდე ყველაფერი და დავაბრუნებინე სასამართლოში, მოვიგე პროცესი და გამათავისუფლეს, თორემ კიდევ ხუთი წელი უნდა ვყოფილიყავი იქ.
ასევე წაიკითხეთ: „ბოდიშს გიხდით ქართველებს, მაგრამ...“ - ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა
რაც შეეხება პირველ ხუთ წელს, ბრალდების ისტორია ასეთია: მე მოვეხმარე რაჟდენ შულაიას „ქურდული პალაჟენიის მოყვანაში“. პროკურორი ამბობდა, განა ხელს ურტყამს ეს კაცი ვინმეს, ისე ლაპარაკობს და ისეთი მოქმედება აქვს, ხალხი სასწაულ შიშში ვარდებაო. შე კაი ადამიანო, მე არავის ვაშინებ და ადამიანს რომ ველაპარაკები, თუ ჩემი ეშინია, ეს რა ჩემი ბრალია. ხალხის დაშინება, დატყვევება-დამწყვდევა, ფულის აკრეფა, აზარტული თამაშების სახლების ჰაკერობა და ასე შემდეგ - ეს იყო ჩემი ბრალდებები. ბოლოს კიდევ 45 წლის მოცემა უნდოდა პროკურორს. შეცდომაა ათი წელი რომ მივეცითო. მოსამართლემ უთხრა, ბოლო-ბოლო დადე, რა ფაქტი გაქვს. პირადი ინტერესი გქონდათ თუ რატომ დაიჭირეთ ეს კაცი ამიხსენით, არაფერი გაქვთ მის წინააღმდეგ, არაფერი დაუშავებია, ფაქტები არ გაქვთო.
- წლების განმავლობაში წარმატება წარმატებაზე მოდიოდა და მერე უცებ ციხეში აღმოჩნდით, ცხოვრება ძალიან შეიცვალა...
- კი, ასეა, ყველაფერი ერთ დღეში დავკარგე, მათ შორის, ღირსებაც. მაგრამ, ეს მათ თვალში, ვინც არ მიცნობდა.
ნახევარმილიონიანი კონტრაქტი მქონდა დადებული. სამ კვირაში ეს ფული ჯიბეში მექნებოდა, მაგრამ ერთ დღეში ყველაფერი შეიცვალა და ციხეში გადავინაცვლე.
- ცხოვრება ციხეში...
- ისევე ვცხოვრობდი, როგორც გარეთ. ციხეში თუ ხელს ჩაიქნევ და სულს ეშმაკებს მიჰყიდი, იქ ყველაფერს იშოვი, ნარკოტიკსაც, სასმელსაც და „გაფუჭდები“. მე არ დამიკარგავს ცხოვრების ინტერესი. პირიქით, სასამართლოს მოგების იმედი მქონდა. ძალიან მძიმე კრიმინალებთან ვიჯექი, მართლა ტერორისტებთან, საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებებთან. ჩემზე ამბობდნენ, ეს კაცი განგსტერიაო. ეგენი განგსტერს იარაღიან კაცს ეძახიან. ერთადერთ კაცად მიმიჩნევდნენ ციხეში, რომელსაც იარაღი ჰქონდა და ეს იარაღი ჩემი ხელი იყო. არანაირი პრობლემა არ მქონია არავისთან. სისტემატურად ვვარჯიშობდი და ამას რომ ხედავდნენ, ყველას კარგი განწყობა ჰქონდა ჩემ მიმართ. პოლიციელებიც კი ჩემპიონს მეძახდნენ და მეკითხებოდნენ, როდის გახვალ, რინგზე ხომ დაბრუნდები, ამას თუ შეხვდებიო, მეკითხებოდნენ სხვადასხვა „ბოქსიორზე“.
ასევე დაგაინტერესებთ: