წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალმომარაგება

Georgian Water and Power-ის განცხადებით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.

„ისნის რაიონი, კვალეთის ქ. N 8 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 23/05 21:45-დან 24/05 10:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შილდის, ფშავის, ნაქერალის, გედევანიშვილის, კვალეთის, მუჯირიშვილის, მრევლიშვილის, რუისპირის და ახალუბნის ქუჩებს.

დიდუბის რაიონი, დიღმის მასივი, 2 კვ. N 15 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 23/05 22:15-დან 24/05 11:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
დიღის მასივის მე-2-ე კვარტალს (სრულად)

ვაკის რაიონი, უნივერსიტეტის ქ. N 2 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 00:30-დან 13:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: უნივერსიტეტის 2, 4 და 6 ნომრებს. ნაძალადევის რაიონი, ცოტნე დადიანის და ბენდელიანის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:15-დან 14:00-საათამდე წყალი შეუწყდება ჩუღურეთში: კონსტიტუციის, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, გორკის N1-13(კენტები) N2-22(ლუწებს), ჩიქობავას N1-15(კენტებს), გამცემლიძი, თოიძის N32-60(ლუწებს) N19-57(კენტები), თამარ მეფის N 22, წმინდა ნიკოლოზის, ხეთაგუროვის, სულიაშვილის, ნინო ჩხეიძის ქუჩებს.

მთაწმინდის რაიონი, ფუნიკულიორის სატუმბო სადგურზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 04:30-დან 16:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ოქროყანას მთლიანად (გარდა „გ“ ზონისა)

დიდუბის რაიონი, აკაკი წერეთელის გამზ. N 124 თან ქსელზე დაზიანებაა. წყლის მიწოდება შეგიწყდებათ 19:15-დან 07:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: წერეთლის გამზირის N 124-140(ლუწები), წყალტუბოს, მირცხულავას, აგლაძის 79 და 81 ნომრებს. აღნიშნულ არეალს დაემატა:  სამტრედიის ქუჩა 1-17 (კენტები) 6-26 (ლუწები) წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 13:00 საათამდე“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.