1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ავთანდილ ხურციძემ, რომელმაც აშშ-ის ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან ფეისბუკის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ, სამწუხაროდ. ამერიკას ჩავბარდი, როგორც ლტოლვილი. თუ ამერიკას დასჭირდება, გამოვალ ამერიკის დროშით. ბოდიშს გიხდით ქართველებს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა“, - ამბობს ხურციძე.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს.
2018 წლის სექტემბერში ხურციძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.