საქართველოს თითოეულ პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თითოეულ პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელსა და ყველა თანამშრომელს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

„საქართველოს თითოეულ პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს. კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში პროკურატურა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. თქვენ ყოველდღიურად შრომობთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდეს.

დამოუკიდებლობის პერიოდის ხანგრძლივი ტრანსფორმაციების შემდეგ დღეს, ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოს პროკურატურა იქცა ეფექტიან, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე სისტემად, ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების, მართლწესრიგის უზრუნველყოფის ძლიერ დასაყრდენად. მადლობას გიხდით იმ უდიდესი წვლილისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინსვლაში შეგაქვთ და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.