ფეხის ფრჩხილებზე დაკვირვებით კიბოს დიაგნოზის დადგენაა შესაძლებელი
1740342928
უკრაინელებს ძალიან სახიფათო თვე ელით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა
„უნდა აღვნიშნო არასასიამოვნო რაღაც, რომ არსებობს ალბათობა რუსეთის შეტევის მცდელობის ჩრდილოეთით, ანუ სუმის, ჩერნიგოვის, კიევის ოლქების მიმართულებით და არსებობს კიდეც საფრთხე ბელარუსის შეიარაღებული ძალების ომში ჩართვის.
ეს მოხდება გარკვეულ პირობებში, მაგალითად, თუ რუსეთის ფედერაცია გაიმარჯვებს აღმოსავლეთში, დაიპყრობს ლუგანსკის ოლქს და კიდევ შეინარჩუნებენ ძალას შემდგომი შეტევისთვის. ასეთი საფრთხე არსებობს“,- განაცხადა არესტოვიჩმა.