„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
დღეს სასამართლოში საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოზე მისული იყო თამთა თოდაძეს, რომელიც ყოფილ დეპუტატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
როგორც თოდაძემ სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა, საქმეში დევს უამრავი მტკიცებულება, რომელიც ჯიშკარიანის ბრალეულობას ადასტურებს
„დღეს მოვისმინე ილია ჯიშკარიანის მიერ შეთხზული, სრულიად აბსურდული რეალობა. მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება განსხვავდება სასამართლოში მიცემული ჩვენებისგან, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. რაც შეეხება ჩემი დაკითხვის პროცესის დახურვას, ჩემი დაკითხვა დავხურე არსებული ემოციური ფონის გამო, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ გადავიტანე იმ პერიოდში, ყველაფრის ხელახლა გახსენება და ის ფაქტი, რომ ჯიშკარიანი იქნებოდა დარბაზში ჩემთვის არ იყო მარტივი. თუმცა, ამ პროცესის აუდიომასალა არსებობს, მოსამართლე იქ იყო და ისმენდა ყველაფერს. მარიამ კუბლაშვილისაგან მოვისმინე განცხადება თითქოს ავიხლართე რაღაცებში და პროცესი იმიტომ დავხურე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მზად ვარ ჩემი დაკითხვის აუდიომასალა გასაჯაროვდეს, მე არაფერი არ მაქვს დასამალი, ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა ჩემზე იძალადა, მორალური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა ცალკე სიმართლეა, რომელსაც აუცილებლად დავამტკიცებ.
საქმეში დევს უამრავი მტკიცებულება, მათ შორის ჩემს კაბაზე არსებული მისი ბიოლოგიური მასალები, სამხარაულის ექსპერტიზა ფიზიკურ ძალადობაზე. ის ფაქტი, რომ მე მას ვურტყამდი, სრული აბსურდია, ადამიანი მაბრალებს, რომ ალკოჰოლიზმის სინდრომი მქონდა, აქეთ დავესხი თავს და ვიძალადე მასზე. თუ ილია ჯიშკარიანი არ იქნებოდა, აუცილებლად ვნახავდი მის გარეშეც სამსახურს.
გავდიოდი ფსიქოლოგთან რეაბილიტაციას იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა. ძალიან დიდი ტრავმა მომაყენა ამ ადამიანმა. მას სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ ტკივილს ვერაფერი ვერ წამიშლის, ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ძალიან სამწუხარო გამოცდილებაა, მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს. ჩემი მოლოდინია, რომ დადგება სამართლიანი განაჩენი და რასაც ეს მუხლი ითვალისწინებს, გათვალისწინებული იქნება ამ ადამიანის მიმართ“, - აღნიშნა თამთა თოდაძემ.
ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.