სააკაშვილის ადვოკატები უცხოელ ექსპერტებს ეუბნებიან, რომ საქართველოში მედიცინა ნულის დონეზეა - ნიკოლაიშვილი

gela nikolaiSvili

ბევრი ტყუილი ითქვა, ნაწილი სიმართლე, მაგრამ როდესაც შერეულია სიმართლესთან ტყუილი, განსაკუთრებით საშიში მაშინ არის, რომ გაიგო რა ტყუილია და რა - სიმართლე, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ადვოკატები უცხოელ ექსპერტებს ეუბნებიან, რომ საქართველოში მედიცინა საერთოდ არ არსებობს, ნულის დონეზეა და ვერაფერს მკურნალობენ. ზოგიერთ შემთხვევაში სხვა ექსპერტებისგან მიღებული ინფორმაცია აქვთ.

„ის, რომ უნდა ამტკიცონ, სააკაშვილი მოიწამლა, უფრო სწორად მოწამლეს, აწამებენ, ეს ერთი მიმართულებაა დაცვის მხარის და მეორე მიმართულებაა, რომ ამის შედეგია მისი მძიმე ავადმყოფობა და რადგან საქართველოში ვერ მკურნალობენ, აუცილებელია, რომ ის წაიყვანონ საზღვარგარეთ.

ეს არის მათი დაცვის ხაზი. უცხოელი ექსპერტები, სხვა კრიტერიუმებით და სტანდარტებით მსჯელობენ, ვიდრე ქართველი ექსპერტები. როდესაც სიღრმეებში მივდივართ და ვეკითხებით, რის საფუძველზე აკეთებენ ამ განცხადებებს, აღმოჩნდება, რომ მაშინ ძალიან უჭირთ. ადვოკატებისგან იციან, რომ საქართველოში მაგალითად მედიცინა საერთოდ არ არსებობს, ნულის დონეზეა და ვერაფერს მკურნალობენ. ზოგიერთ შემთხვევაში სხვა ექსპერტებისგან მიღებული ინფორმაცია აქვთ“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.