შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1792658769

შალვა პაპუაშვილი: არაერთხელ დადასტურებულა სტრასბურგის მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული განცხადებები უსაფუძვლო იყო. ვალად აქვთ ბოდიში სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, "რუსთავი 2"-ის და მრავალ სხვა საქმეზე უსაფუძვლო თავდასხმების გამო

შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში, ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა.„შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში, ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით.ყველას შევახსენებ, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ხალხის წარმომადგენლების მიერ ამ უფლების განხორციელების გამო უცხო ხელისუფლებების მხრიდან მუქარის ტონით განცხადებების კეთება დემოკრატიის ნორმების გაუაზრებლობაზე მეტყველებს და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს არღვევს.ამასთან, ასეთი განცხადები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის და მუქარის მცდელობაა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა.იმ უცხოელმა მმართველებმა, რომლებიც კომენტარს აკეთებენ საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, ისე, რომ მათში საერთოდ ვერ ერკვევიან, უნდა გამოიჩინონ ელემენტარული თავშეკავება და პატივისცემა კანონის უზენაესობის მიმართ.ყველას შევახსენებ, არაერთხელ დადასტურებულა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული ზედაპირული და მიკერძოებული განცხადებები უსაფუძვლო იყო. ამ უცხოელ ოფიციალურ პირებს დღემდე ვალად აქვთ საქართველოსა და ქართული სასამართლოს წინაშე ბოდიშის მოხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, „რუსთავი 2“-ის და კიდევ მრავალი სხვა საქმეზე უსაფუძვლო თავდასხმების გამო. ამიტომ ყველამ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება, რათა ძველ, ჯერაც გაუსტუმრებელ ვალს ახალი საბოდიშო არ დაემატოს,"- წერს პაპუაშვილი.

გრიგოლ გეგელია

პოლიტიკა • 1792658722

დღეს არ იკრძალება 5 პოლიტიკური პარტია, დღეს იკრძალება თავისუფლად აზროვნების უფლება ამ ქვეყანაში - გრიგოლ გეგელია

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთში განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოში. პროცესის პირველი დღე თითქმის მთლიანად ოპოზიციის შუამდგომლობებს დაეთმო. მოსამართლეთა აცილება, სააკაშვილის გამოკითხვა და საგამოძიებო კომისიის დასკვნის ამოღება, პლენუმმა ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს. მიზეზად მათი მხრიდან წლების განმავლობაში კონსტიტუციური წყობილებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, შუღლის გაღვივება, უცხოური ძალების დირექტივებით მოქმედება და ადამიანის უფლებების დარღვევა სახელდება.პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ისეთი პოლიტიკური პარტიების აკრძალვასაც ცდილობს, რომლებიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ არსებობდნენ, მათ შორის "ლელო - ძლიერი საქართველოს"."დღეს უკვე "ლელოს" ექნება თავისი რიგი არსებით განხილვაში შესვლისა და, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალიან მაღალკვალიფიციური სამართლებრივი გუნდი წარადგენს საკუთარ ყველა შესაბამის არგუმენტს.ერთი რამ, რაც მინდა ყველა ქართველმა იცოდეს, არის ის, რომ დღეს არ იკრძალება 5 პოლიტიკური პარტია, დღეს იკრძალება თავისუფლად აზროვნების უფლება ამ ქვეყანაში. კრძალავს "ნაციონალურ მოძრაობას" და, რაც კიდევ უარესია, უნდა, რომ აკრძალოს ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შემდეგი მრავალი წლის განმავლობაში, კიდევ 10-ზე მეტი წლის განმავლობაში არ არსებობდა. მაგალითისთვის, "ლელო - ძლიერი საქართველო", - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია."კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, თენგიზ თევზაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უსაფუძვლოა."არცერთი პოლიტიკური პარტია არ უნდა აიკრძალოს, რა თქმა უნდა, ეს არის უსაფუძვლო და გუშინ ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა ე.წ. საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებებთან ნუსხიდან ამოღებასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, მაგრამ ჩვენი მიერ ფაქტობრივად შეთავაზებული ალტერნატივა, უნდა ვიცოდეთ რას გვედავებიან", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ თევზაძე.

საკონსტიტუციო სასამართლო

პოლიტიკა • 1792657451

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.პროცესის პირველი დღე თითქმის მთლიანად ოპოზიციის შუამდგომლობებს დაეთმო. მოსამართლეთა აცილება, სააკაშვილის გამოკითხვა და საგამოძიებო კომისიის დასკვნის ამოღება, პლენუმმა ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს. მიზეზად მათი მხრიდან წლების განმავლობაში კონსტიტუციური წყობილებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, შუღლის გაღვივება, უცხოური ძალების დირექტივებით მოქმედება და ადამიანის უფლებების დარღვევა სახელდება.

თენგიზ შარმანაშვილი

პოლიტიკა • 1792642618

ვინაიდან განხილვა ნელ-ნელა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე - თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე

 5 პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ არსებითი განხილვა ბათუმში დღეს განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამჯერადაც შუამდგომლობებს მოისმენს.პროცესის პირველი დღე თითქმის მთლიანად ოპოზიციის მოთხოვნებსა და კამათს დაეთმო. მოსამართლეთა აცილება, სააკაშვილის გამოკითხვა და საგამოძიებო კომისიის დასკვნის ამოღება - პლენუმმა ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, პროცესისადმი ოპტიმისტურადაა განწყობილი. "მოისმინეთ სასამართლოს განმარტებები, რატომ არ გაიზიარა კონკრეტული შუამდგომლობა. შეგნებულად არ დავიწყებ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას, რადგან ვალდებული ვარ, გავიზიარო მათი შეხედულება.ვინაიდან ეს განხილვა ნელ-ნელა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე, რომ ეს პროცესი შეიძლება სამართლებრივადაც გაგრძელდეს. სხვათა შორის, ეს ძალიან კარგია სამართლებრივი კულტურის ჩამოსაყალიბებლადაც", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.შეგახსენებთ, მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას - მათი მხრიდან წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევის, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის მოტივით, ითხოვს.

დიმიტრი სამხარაძე

პოლიტიკა • 1792574784

დიმიტრი სამხარაძე: შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?- არა

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე საზოგადოებისთვის „სააკაშვილისა და მისი სისხლიანი რეჟიმის დროს ლიკვიდირებული საქართველოს მოქალაქეების“ არასრულ სიას აქვეყნებს და წერს, რომ „სპეცოპერაციის დროს შესაძლებელია ბოროტმოქმედი გარდაიცვალოს, მაგრამ ამათგან არცერთი არ იყო ბოროტმოქმედი, რეჟიმმა მათი ლიკვიდაცია გადაწყვიტა“.ის კითხვას სვამს, „არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?“„თხოვნა მაქვს, ეს პოსტი ყველამ ბოლომდე და ყურადღებით წაიკითხოთ. აქ ნახავთ ისეთ დეტალებსა და ისტორიებს, რომელთა შესახებაც შესაძლოა დღემდე არ გქონდეთ ინფორმაცია. სპეცოპერაციის დროს შესაძლებელია ბოროტმოქმედი გარდაიცვალოს, მაგრამ ამათგან არცერთი არ იყო ბოროტმოქმედი, რეჟიმმა მათი ლიკვიდაცია გადაწყვიტა. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას სააკაშვილისა და მისი სისხლიანი რეჟიმის დროს ლიკვიდირებული საქართველოს მოქალაქეების არასრული სია!P.S. თუ ვინმე გამომრჩა, გთხოვთ, კომენტარებში მოიწეროთ! დღეს დაიწყო ამ ბიჭების სამართლიანობის აღდგენის პროცესი!ყველამ ხომ კარგად ვიცით, რა საზიზღრობებსაც სჩადიოდნენ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, როგორ გვართმევდნენ სამშობლოს, მაშინაც და ახლაც როგორ ასრულებდნენ უცხოელი მეპატრონეების დავალებებს! ვინმეს შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას? არა!!ბოროტებას ემსახურებით! სირცხვილი ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის! სანდრო გირგვლიანი (მოკლული იქნა 2006 წლის იანვარში, თბილისის გარეუბანში, ოქროყანის სასაფლაოზე);ბუტა რობაქიძე (2004 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, დიდუბის ეკლესიასთან, საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული);აფრასიძეები (სროლის შედეგად ადგილზე მოკლეს ოჯახის უფროსი, ევგენი აფრასიძე და მისი შვილი, ომეხ აფრასიძე);ზურაბ ვაზაგაშვილი (2006 წლის 2 მაისს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, თბილისის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მიერ მოკლული); გიორგი გამცემლიძე (2008 წელს პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავისა და კისრის არეში ესროლა. იგი ადგილზე გარდაიცვალა);ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, სპეცოპერაციის დროს);ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში, სპეცოპერაციის განხორციელებისას);ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში, დაკავებისას);ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ დაკავების დროს განხორციელებული ცემის შემდეგ);ალექსანდრე გომაშვილი (მოკლეს კახეთში, დაკავებისას);მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე ერთად ჩაცხრილა და მოკლა უშიშროების თანამშრომელმა);სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში, სპეცოპერაციის დროს);აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში, დაკავებისას);ავთანდილ გუმაშვილი და ვახტანგ გუმაშვილი (ორივე მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს);ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში, სოფელ ვახტანგისში); ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში, მძევლის გათავისუფლებისას);ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივე ერთად მოკლეს აბაშის რაიონის სოფელ მარანში, დაკავებისას);თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში); გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე (ორივე ერთად მოკლეს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, დაკავებისას);ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე, დაკავებისას);რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);გიორგი თელია (მოკლეს თბილისში, საკუთარ სახლში, სპეცოპერაციის დროს);ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, დაკავებისას);ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლული იქნენ ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, დაკავებისას);ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში სპეცოპერაციის დროს, რომელიც თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა);მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში, დაკავებისას);გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, სპეცოპერაციის დროს);ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ ბორჯომში პოლიციელმა დაჭრა. იგი სახლში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა);ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში, სპეცოპერაციის დროს);ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში პოლიციელებმა დაჭრეს, თუმცა დაჭრილს სასწრაფო დახმარება არ აღმოუჩინეს, რის გამოც გარდაიცვალა);მიხეილ კირაკოსიანი (ახალციხეში, მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, პოლიციელმა ესროლა და ადგილზე მოკლა);გიგა ჭარბაძე (მოკლული იქნა თელავში პოლიციელის მიერ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად); ალექსანდრე ხოსიტაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ სასტიკი ცემის შედეგად);ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში, სპეცოპერაციის დროს);თენგიზ გოგია (მოკლეს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, სპეცოპერაციის დროს);როლანდ მახარაძე (მოკლული იქნა ბათუმში, მძევლების გათავისუფლებისას);როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში, სასტიკი წამების შემდეგ);ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავი–თბილისის გზატკეცილზე, დაკავების შემდეგ);გიორგი კრიალაშვილი (მოკლეს თბილისში, სპეცოპერაციის დროს); ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში, დაკავებისას);მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საკუთარ სახლში)“- წერს დიმიტრი სამხარაძე.

ნიკა გვარამია

პოლიტიკა • 1792572606

ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სარჩელი არის ისტორიული დოკუმენტი, როგორ უნდა უღალატო სამშობლოს, ასეთია „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ თავზე დაწერილი განაჩენი

საკონსტიტუციო სარჩელი არის ისტორიული დოკუმენტი, როგორ უნდა უღალატო სამშობლოს, ასეთია „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ თავზე დაწერილი განაჩენი, – ამის შესახებ კოალიცის „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბათუმში განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა უნდა დაიწყოს.გვარამიას თქმით, აღნიშნული სარჩელი და მისი შედეგები ქვეყანას ჩიხში შეიყვანს.„მე ზოგადად არ ვარ მომხრე პარტიების გაუქმების და ამ კონტროლის ფორმის, მაგრამ თუ რამე საქართველოს კონსტიტუციით შეიძლება, ჩაითვალოს პარტიის გაუქმების და ცალკეულ პირებზე პასუხისმგებლობის დაყენების წინაპირობად, ეს არის ის სავარაუდო შედეგები, რომელიც ამ სარჩელის დაკმაყოფილებას მოჰყვება. ამას მხოლოდ გვარამიას, მელიას, ხოშტარიას, სააკაშვილის, ჯაფარიძის ან ვინმეს ციხეში გაშვება კი არ მოჰყვება, ჩვენ გამოვალთ იმ ციხიდან, მაგრამ იმ ჩიხიდან, რომელშიც ამ სარჩელის დაკმაყოფილება საქართველოს შეიყვანს, შეიძლება, ვეღარ გამოვიდეს“, – განაცხადა გვარამიამ.საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვა დაიწყო.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა • 1792557383

,,სარჩელი გაჯერებულია არგუმენტებით, მტკიცებულებებით" - დავით მათიკაშვილი პარტიების აკრძალვაზე

პარლამენტის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა იწყება. 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა კოლეგია პირველ სხდომას რამდენიმე საათში გამართავს.მმართველი გუნდის 88 დეპუტატის სარჩელს 4 კანონმდებელი - არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სარჩელი არგუმენტებით და მტკიცებულებებით არის გაჯერებული."სარჩელი გაჯერებულია არგუმენტებით, მტკიცებულებებით. ყველა ის შესაბამისი სოლიდური მტკიცებულებაა წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის საფუძველზეც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.მოპასუხე მხარე კი "ნაციონალური მოძრაობა" და კიდევ 4 პარტიაა, რომელსაც ხელისუფლება სააკაშვილის პარტიის სატელიტებს უწოდებს.აღმოჩნდება თუ არა კანონს მიღმა ერთდროულად 5 პოლიტიკური სუბიექტი? სხდომები სამი დღე გაგრძელდება და მისი ტრანსლირება პირდაპირ ეთერში მოხდება

ნკ

ბიზნესი • 1792556074

პარლამენტის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა იწყება - 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა კოლეგია პირველ სხდომას გამართავს

პარლამენტის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა იწყება. 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა კოლეგია პირველ სხდომას რამდენიმე საათში გამართავს.მმართველი გუნდის 88 დეპუტატის სარჩელს 4 კანონმდებელი - არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ, მოპასუხე მხარე კი "ნაციონალური მოძრაობა" და კიდევ 4 პარტიაა, რომელსაც ხელისუფლება სააკაშვილის პარტიის სატელიტებს უწოდებს.აღმოჩნდება თუ არა კანონს მიღმა ერთდროულად 5 პოლიტიკური სუბიექტი? "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბათუმში საკმარისი მტკიცებულებებით ჩადიან. სხდომები სამი დღე გაგრძელდება და მისი ტრანსლირება პირდაპირ ეთერში მოხდება."საქართველო იმსახურებს, რომ უცხო ძალების აგენტურა არ იყოს ქართულ პოლიტიკაში. ეს საკონსტიტუციო სარჩელი სწორედ ამას ეხება. რაც უფრო დამარცხებული იქნება უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მტკიცე და ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ღირებულებები და პრინციპები", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

ქადაგიშვილი

პოლიტიკა • 1792490340

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, საქართველოს ისტორიაში მათი პოლიტიკური ყავლი უკვე გასულია

ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც ოპოზიციის ჯამი ერთად რომც შეაერთო, მათ სასურველ შედეგს მაინც ვერ მისცემს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში მათი პოლიტიკური ყავლი უკვე გასულია.„„კუტოკებად“ იქნებიან დაყოფილი თუ ძველი ლიდერის გარშემო შემოიკრიბებიან, საქართველოს ისტორიაში მათი პოლიტიკური ყავლი უკვე გასულია. ამას მათივე ინტერესებიდან გამომდინარე ჩატარებული კვლევებიც აჩვენებს, რადგან ერთი-ორი პროცენტის გარშემოა სხვადასხვა პარტიების რეიტინგი. ეს არის სტატისტიკური ცდომილება. ანუ, ფაქტობრივად, შეიძლება, არჩევნებზე ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გაჭივრებოდა. მათი შიდა დაპირისპირება აღარ არის საინტერესო. ქართველმა ამომრჩეველმა არჩევანი 2024 წელს გააკეთა, მათ შორის ამ პარტიების სასარგებლოდ. ეს პარტიები როგორც მოექცნენ ქართველ ამომრჩეველს, შედეგიც ისეთი აქვთ. რა თქმა უნდა, ახლა საქმე ერთმანეთში უნდა არჩიონ. აბა, ქართველ ამომრჩეველთან შეხება უკვე აღარ აქვთ. ალბათ სააკაშვილთან გაერთიანება რამოდენიმე მიზეზის გამო არ უნდათ. ნდობა ერთმანეთის აღარ აქვთ. მათ იციან, რომ, პირობითად, სააკაშვილს ძალაუფლება რომ ჩაუვარდეს ხელში, მისი პირველი პოლიტიკური მსხვერპლი ისინი იქნებიან, იმიტომ, რომ ის მათ ჩამოყალიბებულად მოღალატეებად თვლის. ეს საკუთარი გამოცდილებით იციან, რადგან 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სააკაშვილი სწორედ თავისი გუნდის წევრებს დაუპირისპირდა და გარშემო ვიწრო ძალაუფლების ქვეშ არსებული ადამიანები დაიტოვა. ალბათ იმასაც ხედავენ, რომ სააკაშვილის ფიგურა გამარჯვების ფორმულა აღარ არის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა • 1792481595

მიხეილ სააკაშვილი: დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ, გარდა თქვენი ვიწრო „კუტოკებისა“

ჩვეულებრივ პოლიტიკურ სიტუაციაში და საარჩევნო გარემოში რომ ვიყოთ, მე თვითონ შევძლებდი უმრავლესობის აღებას და ძირითადად ახალგაზრდული გუნდით მოსვლას, მაგრამ ახლა ქვეყნის გაქრობის საფრთხის წინაშე ვართ და რა დროს რეიტინგების თვლაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, საკითხი შემდეგნაირად დგას – ან საერთო საქმის გარშემო გაერთიანება, ან გაქრობა.„ლიტვაში IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) მოწყობილ კონფერენციაზე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა უთხრეს, რომ მათი ერთადერთი შანსი ჩემთან გაერთიანებაა. ამაზე ამ ოპოზიციონერებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. მიშასთან არ გვინდა, ეს ჩვენს მომხრეებს არ სურთო და მიშა ერთიანობის ჩამშლელიაო.ჯერ ერთი, დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ, გარდა თქვენი ვიწრო კუტოკებისა და მეორეც, მთელი ეს წლები დავდივარ „მოდი გავერთიანდეთ“ ლოზუნგით და თქვენ კი კრეისერული სიჩქარით გამირბიხართ და ისევ მე მხედავთ მთავარ პრობლემად და არა ივანიშვილს.ჩვეულებრივ პოლიტიკურ სიტუაციაში და საარჩევნო გარემოში რომ ვიყოთ, მე თვითონ შევძლებდი უმრავლესობის აღებას და ძირითადად ახალგაზრდული გუნდით მოსვლას, მაგრამ ახლა ქვეყნის გაქრობის საფრთხის წინაშე ვართ და რა დროს რეიტინგების თვლაა. საკითხი დგას ასე, ან გავერთიანდებით საერთო საქმის გარშემო, ან გავქრებით“, – წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა • 1792412340

მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიცია მეორად, second-hand ოპოზიციად იქცა, second-hand ვის რაში სჭირდება, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც კი უთხრა, რომ მათი ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ, „ქართული ოცნებისვე“ კვლევით, მისი რეიტინგი ივანიშვილ/კობახიძის ელექტორალურ რეიტინგს გაუტოლდა.ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ე.წ. second-hand ოპოზიციად იქცა.„მაგარი ამბავი! „ქოცებისვე“ ჩატარებულ ბოლო კვლევაში, პირველად 2012 წლის შემდეგ, მე გავუტოლდი ივანიშვილ/კობახიძის ელექტორალურ რეიტინგს.ორივეს დაგვიწერეს 35-36%. დანარჩენი ვერცერთი პარტია ვერ სცდება 3%-ს, რაც იმის შედეგია, რომ ოპოზიციამ ჩემი ოპონირება აირჩია მთავარ პრიორიტეტად, იმის მაგივრად, რომ დიქტატურას მწვავედ დაუპირისპირდეს, იქცა მეორად, second-hand ოპოზიციად და second-hand ვის რაში სჭირდება.თან საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც კი უთხრა, რომ მათი „ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა““, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

დავით ჩიხელიძე

პოლიტიკა • 1792401334

დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

„ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ზუსტად დაინახა, შეაფასა და საკუთარ წერილში ვრცლად აღწერა  ის პროცესები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ვითარდება: მართული მედია, ხელოვნურად შექმნილი კრიზისები, პოლიტიკური მანიპულაციები, საზოგადოებაზე კონტროლის დამყარების მცდელობები“, - წერს ექპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კონტროლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მტრის ხატის შექმნაა. მისი თქმით, საზოგადოებას მუდმივად სჭირდება საფრთხის არსებობის განცდა, რათა პოლიტიკური დღის წესრიგი შიშსა და ემოციებზე იყოს აგებული.მისივე შეფასებით, მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოში. აქვე, წერს, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირში, თუმცა პოლიტიკური ბრალდებები თავისთავად მტკიცებულება არ არის და კონკრეტული ფაქტებით უნდა დასტურდებოდეს.„ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ზუსტად დაინახა, შეაფასა  და საკუთარ წერილში ვრცლად აღწერა  ის პროცესები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ვითარდება: მართული მედია, ხელოვნურად შექმნილი კრიზისები, პოლიტიკური მანიპულაციები, საზოგადოებაზე კონტროლის დამყარების მცდელობები და ა.შ.ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი თავის შეფასებებში ყურადღებას ამახვილებს იმ მექანიზმებზე, რომელთა საშუალებითაც კონკრეტული გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების მართვას. ამ სურათის მნიშვნელოვანი ნაწილია ეკონომიკური პრობლემების გამწვავება, საწვავისა და პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირება, ომების თანმდევი კრიზისები და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. გაღარიბებული, მუდმივ სტრესში მყოფი საზოგადოება კი გაცილებით მოწყვლადი ხდება პოლიტიკური მანიპულაციების მიმართ.ამას ემატება ახალგაზრდებში ისეთი ცხოვრების წესისა და ღირებულებების პოპულარიზაცია, რომელიც კრიტიკული აზროვნების ნაცვლად შემგუებლურ აზროვნებას აძლიერებს და ახალგაზრდებს უფრო ადვილად სამართავ ჯგუფად აქცევს. ფაქტია ახალგაზრდები არასდროს ყოფილან ისეთი მართულები, როგორც დღეს არიან, პარადოქსია, მაგრამ მონური ფსიქოლოგიის ახალგაზრდები, საკუთარ უმწეო მდგომარეობას ვერ ხვდებიან და  თავს თავისუფალ თაობას უწოდებენ, მაშინ როცა აზროვნება და ფიქრიც კი აკრძალული აქვთ. პარალელურად, დასავლურ მედიასა და პოლიტიკურ სივრცეში სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვები ცენზურისა და იმ შეხედულებების შეზღუდვის შესახებ, რომლებიც ეროვნულ სუვერენიტეტს, კონსერვატიულ ღირებულებებსა და ტრადიციულ პოლიტიკურ ხედვებს ემყარება.კონტროლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მტრის ხატის შექმნაა. საზოგადოებას მუდმივად სჭირდება საფრთხის არსებობის განცდა, რათა პოლიტიკური დღის წესრიგი შიშსა და ემოციებზე იყოს აგებული. დღეს ამ როლს ხშირად რუსეთი ასრულებს, ხვალ კი, შესაძლოა, სხვა ქვეყანა ან ძალა შეარჩიონ. რუსული ჩარევის თემა აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დასავლეთის ქვეყნებშიც, განსაკუთრებით არჩევნების წინ. საზოგადოებას წინასწარ აფრთხილებენ შესაძლო ჩარევის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის მიუღებელი ძალა იმარჯვებს, თავად არჩევნების ლეგიტიმურობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. რისი ნათელი მაგალითიც რუმინეთი და იქ გაუქმებული არჩევნებია (პირველი ტური)  ამასთან, საგულისხმოა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ უცხოური ჩარევის თემა ხშირად კარგავს აქტუალობას.მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოში. წლების განმავლობაში ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირში, თუმცა პოლიტიკური ბრალდებები თავისთავად მტკიცებულება არ არის და კონკრეტული ფაქტებით უნდა დასტურდებოდეს. პარადოქსულია ისიც, რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.ეს შედარება არ ნიშნავს, რომ რომელიმე ხელისუფლების პოლიტიკა ავტომატურად გამართლებულია. თუმცა ის აუცილებლად აჩენს კითხვას: რეალურად რა შედეგი მოაქვს კონკრეტულ პოლიტიკურ კურსს და ვის ინტერესებში შედის საზოგადოებისთვის მუდმივად ერთი და იმავე საფრთხის წინაშე ყოფნის განცდის შექმნა?ზაზა შათირიშვილის შეფასებების მთავარი ღერძიც სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება,  გლობალური გავლენების, არაფორმალური ძალაუფლების, მედიის როლისა და საზოგადოებრივი აზრის მართვის მექანიზმების გააზრებას. დღევანდელ მსოფლიოში კი კრიტიკული აზროვნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე ეფექტიანი მანიპულაცია ის არის, როდესაც ადამიანს სხვისი ინტერესების დაცვა საკუთარი თავისუფალი არჩევანი ჰგონია“, - წერს ჩიხელიძე.

✕