პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
,,თქვენ ხართ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც კანონი და დემოკრატია არის უზენაესი, თქვენ ქვეყანაში რომ მომხდარიყო ის, რომ რომელიმე პრეზიდენტი თქვენ ქვეყანაში შემოსულიყო საზღვრის დარღვევით, ისე, როგორც შემოვიდა სააკაშვილი, როგორ ფიქრობთ, რა მეთოდითაც შემოვიდა სააკაშვილი ქვეყანაში, ეს იყო ქვეყნისთვის შეურაცხყოფა თუ არა?", - ამ კითხვით მიმართა ,,თავისუფალი სივრცის" წამყვანმა ვახო ხუზმიაშვილმა მასთან გადაცემაში მყოფ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს.
,,ეს ჰიპოთეზური შეკითხვაა და ალბათ მე ამას ვერ/არ ვუპასუხებ. ზოგადად, საკმაოდ რთული საკითხია და იწვევს აზრთა სხვადასხვაობას მოსახლეობაში.
ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საქმე ეხება ყოფილ პრეზიდენტს და ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა - უზრუნველყოს მისი სამედიცინო მეთვალყურეობა, მისი უფლებების დაცვა.
ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ასევე, სახალხო დამცველის შეფასებებს და შეშფოთებულნი ვართ.
ასევე, ჩემი მთავრობა არის შეშფოთებული აღნიშნული საკითხით, მაშინ როცა სამედიცინო ექსპერტები საუბრობენ, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა და შეიძლება ვერ იღებდეს საჭირო მკურნალობას რაც მისთვის აუცილებელია. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დაიცვას მისი უფლებები", - განაცხადა კელი დეგნანმა.