როდესაც 3000 გვერდზე წერ, ე.ი. არ გინდა პირდაპირ თქვა, რა დარღვევა იპოვე და გინდა, რომ ბევრ სიტყვაში დამალო - ჰერმან საბო „ემპათიის“ დასკვნაზე

ჰერმან საბო

„გირჩის“ წევრი დეპუტატი ჰერმან საბომ აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მომზადებული „ემპათიის“ დასკვნა თავიდანვე არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

„თავიდანვე რომ გავრცელდა სამიათასგვერდიანი დასკვნა, უკვე არასერიოზულობის შთაბეჭდილების განცდა მქონდა. ადამიანს თუ რამე სჭირს, დაწერ ერთ გვერდზე, რომ მე თუ წავიკითხავ, გავიგო. როდესაც სამიათას გვერდზე წერ, ე.ი. არ გინდა პირდაპირ თქვა, რა დარღვევა იპოვე, რა ჯანმრთელობის პრობლემა იპოვე და გინდა, რომ ბევრ სიტყვაში დამალო“, - აცხადებს დეპუტატი.

იუსტიციის სამინისტრომ 2023 წლის 26 იანვარს ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან მიიღო დასკვნა, რაც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა არ არის სანდო და უტყუარი. ურთიერთსაწინააღმდეგო ორი დასკვნა სასამართლოს წარედგინება, სადაც სასჯელის გადავადების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.