„მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები...“ - პროკურატურა გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით.

"ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საზოგადოებას უმოკლეს დროში ვაცნობებთ გამოძიების შედეგების შესახებ", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.