საგარეჯოს ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომსახურე პერსონალს წიწაკის სპრეი შეასხეს - რა დეტალებია ცნობილი

პოლიცია

საგარეჯოს ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომსახურე პერსონალს წიწაკის სპრეი შეასხეს - საქმეში არასრულწლოვანი პირი ფიგურირებს.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ადგილზე თანამშრომლები, მყიდველები და მოზარდები იმყოფებოდნენ.
ინციდენტის შედეგად ბავშვებს პირღებინება, ხოლო უფროსებს ცრემლდენა და ინტოქსიკაციის სხვა სიმპტომები გამოუვლინდათ. დაზარალებულებს სამედიცინო ჩარევა დასჭირდათ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სუპერმარკეტმაც.

„ჩვენს მაღაზიაში დაფიქსირდა საგანგაშო შემთხვევა. შემოვიდა ორი პიროვნება, რომლებმაც გაავრცელეს მომწამვლელი ნივთიერება. შედეგად, მოქალაქეებსა და თანამშრომლებს განუვითარდათ ინტოქსიკაცია. ფაქტი ჩვენი მხრიდან შეფასებულია, როგორც უკიდურესად მძიმე და საზოგადოებისთვის საშიში ქმედება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მომხდარი შესაძლოა შურისძიებას უკავშირდებოდეს, რადგან იმ არასრულწლოვანის დედა, რომელიც საქმეში ფიგურირებს, წარსულში იმავე მარკეტიდან გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო.