პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პროკურორ მარი მეშველიანის განცხადებით, 2020 წელს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილ გამომძიებელს სერგო შუბითიძეს გარდაცვლილი პროგრამისტის მობილური ტელეფონის დათვალიერება არ განუხორციელებია, აღნიშნულ საქმეზე არც ძირითად გამომძიებელს წარმოადგენდა და არც გამოძიება არ იყო მის მიერ დაწყებული.
მისივე თქმით, საქართველოს პროკურატურის მიერ განსახილველ საქმეზე 1000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და თავად სერგო შუბითიძის მიერ გამოკითხულია სულ 3 ადამიანი.
"სერგო შუბითიძემ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და უარი განაცხადა ჩვენთვის მის ხელთ არსებული ინფორმაციის მოწოდებაზე. შესაბამისად, სასამართლოს მიემართა შუამდგომლობით მის დაკითხვასთან დაკავშირებით და დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სერგო შუბითიძეს მოუწევს პროკურატურის მიერ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა.
დაისმება ყველა ის კითხვა, რომელზეც მან აქცენტი გააკეთა ერთ-ერთი ტელეკომპანიის სიუჟეტში, მათ შორის, მობილურ ტელეფონთან და ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.
აუცილებლად ჩატარდება სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც გაჟღერდება და გამოიკვეთება.
საქართველოს პროკურატურის მიერ განსახილველ საქმეზე 1000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. თავად სერგო შუბითიძის მიერ გამოკითხულია სულ 3 ადამიანი, მობილურ ტელეფონთან მას არავითარი შემხებლობა არ ჰქონია, მის მიერ არ განხორციელებულა მობილური ტელეფონის დათვალიერება, შესაბამისად, მას ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც გარკვეულ ზეგავლენას მოახდენდა საქმის მიმდინარეობაზე და გამოძიებაზე, არ განუხორციელებია. არც ძირითად გამომძიებელს არ წარმოადგენდა და არც გამოძიება არ იყო მის მიერ დაწყებული.
მობილური ტელეფონი სერგო შუბითიძეს არ დაუთვალიერებია. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მას რაიმე შემხებლობა ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონთან.
საქმეზე ჩატარდება გამოძიება და გამოძიების შედეგად რა გამოიკვეთება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, მათ შორის, თუ გამოიკვეთება გარკვეული დანაშაულის ნიშნები შესაბამისი პირების მიმართ გატარდება სამართლებრივი შედეგები", - განაცხადა მარი მეშველიანმა.