ტეხასში კაცმა 5 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვი მოკლა

ტეხასი

ტეხასში კაცმა 5 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვი მოკლა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ადგილობრივი პოლიციის თქმით, კაცმა 5 მეზობელი მას შემდეგ მოკლა, რაც მათთან ნახევრად ავტომატური იარაღის გამოყენების გამო იკამათა.

ინციდენტი 28 აპრილს გვიან ღამით, ტეხასის შტატის პატარა ქალაქ კლივლენდში მოხდა.

ადგილობრივი შერიფის, გრეგ კაპერსის თქმით, დაღუპულთა შორის 8 წლის ბავშვი და ორი ქალია, რომლებიც გადარჩენილი ბავშვების ზევიდან იწვნენ. შერიფის თქმით, ისინი ბავშვებზე ზრუნვას და მათი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდნენ.

ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, მექსიკელი ფრანცისკო ოროპესია. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის ინციდენტები აშშ-ში ბავშვებისა და მოზარდების სიკვდილის მთავარი მიზეზია.