თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
აშშ-ში, ტეხასში შეიარაღებულმა კაცმა ხუთი მეზობელი მოკლა, მათ შორის 8 წლის ბავშვი, მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა მათგანმა კაცს სთხოვა შეეწყვიტა ნახევრად ავტომატური იარაღის სროლა თავის ეზოში, რადგან ეს მათ ბავშვს არ აძლევდა დაძინების საშუალებას.
ეჭვმიტანილი 38 წლის მამაკაცია, რომელიც ჯერ კიდევ ძებნაშია.
ინფორმაციით სახლში, რომელშიც დამნაშავე შეიჭრა ცეცხლის გახსნამდე სულ 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 5 გადარჩა.
კაცმა რომელმაც ცოლ-შვილი დაკარგა სროლის დროს აღწერა ის შემზარავი მომენტები როდესაც მეზობელი მის სახლში შევიდა და იარაღით ცეცხლი გახსნა. მისი თქმით, დამნაშავე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
პოლიცია ეჭვმიტანილის სახლში რამდენჯერმე იყო გამოცხადებული, რადგან მან უარი თქვა მეზობლების თხოვნაზე ცეცხლის შეწყვეტისთვის.
ტეხასის 200-ზე მეტი სამართალდამცავი ჯერ კიდევ ეძებს დამნაშავეს. დაკავების ინფორმაციისთვის ჯილდოდ 80 ათასი დოლარია დაწესებული.