პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გოგებაშვილის ქუჩაზე, 4 მაისს, სროლის შედეგად დაჭრილი გიჩო მარგველაშვილი თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის, გოგი მარგველაშვილის ვაჟია. დაჭრილის მამა „ტვ პირველთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
გოგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარეობა მძიმეა და ჯერჯერობით შვილთან მომხდარზე არ უსაუბრია.
„არავინ არაფერს არ უკავშირებს. გუშინ ამბავი მოხდა. მთელი ღამე საავადმყოფოში ვიყავი და დღეს დილით მე რამეზე პასუხი მექნება, როგორ ფიქრობთ? არ ვიცნობდით საბა გახოკიას და მის ოჯახს.
ბიზნესმეწილეები იყვნენ თუ არა არ ვიცი, არც ის ვიცი, წარსულში არსებობდა თუ არა მათ შორის რაიმე დაპირისპირება, ამის შესახებ არ მსმენია. რეანიმაციაშია, ძალიან მძიმეა მისი ჭრილობები, ამიტომაც არ გამოუკითხავთ“, – ამბობს გიჩო მარგველაშვილის მამა.
ცნობისთვის, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლულია ერთი პირი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია მკვლელობაში ბრალდებული