პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, სროლის შედეგად მოკლულია 38 წლის საბა გახოკიაა.
„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ მამაკაცი რამდენიმე ბიზნესს ფლობდა.
საბა გახოკიას მფლობელობაში იყო ადგილობრივი და საერთაშორისო ტვირთების გადამზიდი კომპანია შპს ტრანსკო; სამშენებლო მასალების კომპანია შპს ჯიმა ჯგუფი; სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების კომპანია შპს ტრანსკო.
საბა გახოკიას სოციალურ ქსელში მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან.
„რას წარმოვიდგენდი რომ როდესმე ამას დავწერდი, რომ დაბადების დღეს კი არ მივულოცავდი სახალხოდ, არამედ დავემშვიდობებოდი! საბა გახოკია მაგალითია იმ კაცის, რომელსაც არ ავიწყდები, რომელიც სულ ზრუნავს, სულ გეფერება და მზად არის თავით შეუვარდეს ტყვიას შენი გულისთვის! დღეს რისი გულისთვის შეუვარდა არ ვიცი.. საბა იყო სამაგალითო მეგობარი, საბა არის ჩვენი კლასის გამაერთიანებელი, საბა იყო ჩემი იმედი თუ როდესმე რამე დამჭირდებოდა! საბა ის კაცია, რომელიც არასდროს არავის დაავწყდება. საბა პირველი მილოცავდა დაბადების დღეს, არასდროს დავიწყებია..დაუჯერებელი ამბავია! მთელი კლასი განადგურდა…საბა ძალიან ძალიან მიყვარხარ! სულ იქნები ჩვენთან...
„ეს დღესასწაული იყო საბა! სამაგალითო მეგობარი და სამაგალითო ბიჭი! როგორ დაგემშვიდობოთ მთელი კლასი, ადგილს ვერ ვპოულობთ! ეს რა დღე გაგვითენდა ჩემო ერთგულო, კეთილო მეგობარო წახვედი და წაიღე ჩვენი გულები! შეხვედრამდე მეგობარო უამრავი ბედნიერი წელი ჩვენ ყველა ერთად!“
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.