VIDEO: „ბიზნესმენი, პატიოსანი, წესიერი კაცია...“- რას ამბობენ გიჩო მარგელაშვილზე მეზობლები

გიჩო

ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში დევს სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, რომელიც სრულად ასახავს გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ თავდასხმას. კადრებში ჩანს, რომ გივი (გიჩო) მარგველაშვილი ტელეფონზე საუბრობს, რა დროსაც მასთან საბა გახოკია სროლით მიდის, ამის შემდეგ, უკვე საპასუხო ცეცხლს ხსნის მარგველაშვილის დაცვის თანამშრომელი, შედეგად საბა გახოკია ადგილზე გარდაიცვალა.

„ბიზნესმენია, პატიოსანი, წესიერი კაცია და დაცვით დადიოდა“, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს - წლების წინ დაწყებული კონფლიქტი და ფინანსური დავა. გამოძიება რეალურ მოტივს მალე დაადგენს.

მარგველაშვილის ოჯახის წევრები კი დეტალებზე არ საუბრობენ. დაჭრილია ორი პირი - გივი მარგველაშვილი, რომელიც ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება და მეორე დაჭრილი, რომელიც შემთხვევის ადგილზე შემთხვევით მოხვდა.

ექიმები ამბობენ, რომ მარგველაშვილის მდგომარეობა მძიმე და საყურადღებოა, ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს მარცხენა წვივის მიდამოში.

„ჩაუტარდა ოპერაცია, მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციაში. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და საყურადღებოა“, - აცხადებს ექიმი.