პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმტაიმმა“ ვერაზე მომხდარი მკვლელობის ამსახველი ახალი ვიდეოკადრები მოიპოვა, სადაც ჩანს, რომ თავდამსხმელს დამატებით კიდევ ერთი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.
კადრში ჩანს, რომ თავდამსხმელმა მეორე ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და გაისროლა.
ცნობისთვის, გუშინ, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად 1 პირი გარდაიცვალა ორი კი დაიჭრა.
გარდაიცვალა თავდამსხმელი საბა გახოკია, რომელმაც ბიზნესმენ გივი მარგველაშვილს ესროლა. საპასუხოდ, გახოკიას ცეცხლი მარგველაშვილის დაცვამ გაუხსნა და მისი ლიკვიდირება მოახდინა.
საბა გახოკიას მფლობელობაში იყო ადგილობრივი და საერთაშორისო ტვირთების გადამზიდი კომპანია შპს ტრანსკო; სამშენებლო მასალების კომპანია შპს ჯიმა ჯგუფი; სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების კომპანია შპს ტრანსკო.
მარგველაშვილის დაცვის თანამშრომელი პოლიციამ დააკავა. საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.