დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, დაზარალებულმა ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ცესკოში მუშაობა ნიკოლოზ ბასილაშვილის მოთხოვნით შეწყვიტა.
“ქორწილამდე დეპრესიის გარეშე ვცხოვრობდი და არასდროს შევუწუხებივარ დეპრესიულ მომენტს”, – აღნიშნა დოროყაშვილმა.
ჩოგბურთელის ადვოკატის, თეონა გვაზავას კითხვაზე, ბასილაშვილსა და დოროყაშვილს შორის პირველი კონფლიქტი გამოიწვია თუ არა იმ ფაქტმა, რომ ნიკოლოზის მეჯვარე ერთ-ერთი პირი – ნარსია არ უნდა ყოფილიყო, რადგან ის არაფოტოგენური იყო, დაზარალებულმა უპასუხა, რომ – არა.
„მსგავსი რამ არ არსებობს, არაფოტოგენურია, რას ნიშნავს. წინაზეც აღვნიშნე, როცა ქორწილში კონკრეტული შინაარსის, კლასიკური მუსიკა დამთავრდა და დიჯეი მოვიდა, გაბრაზდა ნიკოლოზის დედა, ეს ქორწილში მყოფმა სტუმრებმაც ნახეს, ნიკოლოზი მაგიდასთან დაჯდა და მიჩქმიტა მხარზე”, – განაცხადა დოროყაშვილმა.
ადვოკატის კითხვაზე, მიწერა თუ არა მან დედამთილს, ნატალია ნაჭყებიას, რომ თუკი ნარსია იქნებოდა მეჯვარე, მას დეპრესია დაემართებოდა, დაზარალებულმა ასე უპასუხა: „არ მახსოვს ნატალიას რა მივწერე, მე ნამდვილად ვერ შევარჩევდი ვიღაცის მეჯვარეს”.
„ახლა გამახსენდა, ნიკოლოზს გადაწყვეტილი ჰქონდა ერთ-ერთი მეჯვარე ჰყოლოდა და ის შეცვალა, ეს გამიკვირდა. ნარსია ქალბატონი ნატალიას მეგობრის შვილი იყო, ნიკამ მითხრა, ის ბიჭი აღარ არის ჩემი მეჯვარე და ეს არისო, უბრალოდ გამიკვირდა, თორემ ნატალიასთვის რომ მეთქვა, დეპრესია მექნებაო, მსგავსი არ მახსენდება”,- განაცხადა დოროყაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ დოროყაშვილმა სასამართლოზე უარყო მეჯვარესთან დაკავშირებული ინციდენტი, საქმეში დევს მტკიცებულება მიმოწერის სახით.