გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. პროცესი ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, კითხვებს ბრალდებულის ყოფილი ცოლი ნელი დოროყაშვილი პასუხობს.
დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ცესკო-ში მუშაობა ნიკოლოზ ბასილაშვილის მოთხოვნით შეწყვიტა.
ნეკა დოროყაშვილის თქმითვე, სწორედ ბასილაშვილმა აიძულა ის, მიეტოვებინა კარიერა.
„ქორწილამდე დეპრესიის გარეშე ვცხოვრობდი და არასდროს შევუწუხებივარ დეპრესიულ მომენტს”, – აღნიშნა დოროყაშვილმა და დასძინა, რომ დაქორწინებამდე ის და ბასილაშვილი ერთმანეთს წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხვდებოდნენ. ამას გარდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი უმეტესად ტურნირებზე იმყოფებოდა, რის გამოც, მათ ერთმანეთის უფრო კარგად გაცნობა ვერ მოახერხეს.
ჩოგბურთელის ადვოკატის, თეონა გვაზავას კითხვაზე, ბასილაშვილსა და დოროყაშვილს შორის პირველი კონფლიქტი გამოიწვია თუ არა იმ ფაქტმა, რომ ნიკოლოზის მეჯვარე ერთ-ერთი პირი – ნარსია არ უნდა ყოფილიყო, რადგან ის არაფოტოგენური იყო, დაზარალებულმა უპასუხა, რომ – არა.
„მსგავსი რამ არ არსებობს, არაფოტოგენურია, რას ნიშნავს. წინაზეც აღვნიშნე, როცა ქორწილში კონკრეტული შინაარსის, კლასიკური მუსიკა დამთავრდა და დიჯეი მოვიდა, გაბრაზდა ნიკოლოზის დედა, ეს ქორწილში მყოფმა სტუმრებმაც ნახეს, ნიკოლოზი მაგიდასთან დაჯდა და მიჩქმიტა მხარზე”, – განაცხადა დოროყაშვილმა.