დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. პროცესი ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, კითხვებს ბრალდებულის ყოფილი ცოლი ნელი დოროყაშვილი პასუხობს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი ამბობს, რომ ყველა მტკიცებულება ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ადასტურებს.
„არსებობს მტკიცებულებები სასამართლოში წარდგენილი 2 წლის განმავლობაში და შესაბამისად, სხვა ინფორმაცია მე არ მაქვს. არ მაქვს მოლოდინი, რომ რაიმე ისეთი ჩანაწერი იარსებებს, რაზეც შეიძლება მე ინფორმაცია არ მქონდეს. ყველა მტკიცებულება ადასტურებს ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას,“ - ამბობს ნელი დოროყაშვილი.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.
„ქალბატონი ნელი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც თავის დაბადების დღეზე, შარშან საკუთარ თავს აჩუქა ოსკარი, მას ეს ნამდვილად ეკუთვნის. თუმცა, დაჯილდოებას დაველოდოთ, როდის იქნება გადაწყვეტილება გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დაადასტურებს იმას, რომ ქალბატონი ნელი დოროყაშვილი ცრუობს, ქალბატონი ნელი დოროყაშვილის ერთადერთი ინტერესი გახლავთ ის, რომ რეპუტაციულად გაანადგუროს ბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რასაც ის ნამდვილად ვერ მიაღწევს.
არასოდეს, ბატონ ნიკოლოზ ბასილაშვილს ნელი დოროყაშვილზე არ უძალადია, რასაც კიდევ ერთხელ მოწმობს შემდეგი გარემოება, რომ ამდენი წლის განმავლობაში ქალბატონ ნელის არასოდეს არ განუცხადებია ამის თაობაზე და ქალბატონი ნეკა დოროყაშვილი არ იყო თანახმა განქორწინებაზე," - აცხადებს ირმა ჭკადუა.
ასევე ნახეთ: „ცხოვრებაში ყველაზე მთავარია, იყო მეამბოხე და იბრძოლო საჭირო დროს“ - ნეკა დოროყაშვილი