გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
პენსილვანიაში დააკავეს წყვილი, რომელმაც 6 წლის ქალიშვილი ძაღლის გალიაში დატოვა და აწამებდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობთ, სახლში მყოფი სხვა ბავშვები ამტკიცებდნენ, რომ 6 წლის ბავშვი ძაღლის გალიაში იყო გამოკეტილი. ის ცოცხით რამდენჯერმე სცემეს.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვი აწამეს კიდეც.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვმა უთხრა თერაპევტს, რომ მას, სავარაუდოდ, ყოველ ღამე ძაღლის გალიაში აძინებდნენ და ძაღლის საკვებს ჭამდა.
ბავშვი „დაისჯებოდა“, თუ ის ეცდებოდა გალიიდან გასვლას საკვების საპოვნელად.
„ამაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ისაა, რომ სახლში კიდევ ხუთი ბავშვი და 10 ძაღლი იყო და არც ერთი მათგანი არ იკვებებოდა მსგავსად“, - თქვა პოლიციის ოფიცერმა.
ასევე ნახეთ:
+22 გრადუსი - ნახეთ, უახლოესი დღეების პროგნოზი
თბილისში 8 000-მდე აბონენტს დღეს გაზი არ ექნება - ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო