ორგანიზებული ჯგუფის მასშტაბური თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

დაკავება

ორგანიზებული ჯგუფის მასშტაბური თაღლითობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. ოპერატიული ღონისძიებები თბილისში, ბათუმსა და მცხეთა - მთიანეთში ჩატარდა. 4 დაკავებულიდან 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრი ავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა კი მათი ბრალეულობით იყო მომხდარი და საჭირო იყო თანხა.

დაზარალდა 61 მოქალაქე, მითვისებული თანხა კი ნახევარ მილიონამდეა.