დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
,,არ შეიძლება მტრობის და სიძულვილის მიზეზად საერთო სახალხო უბედურება გამოვიყენოთ...", - ამის შესახებ კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" განაცხადა.
კომპოზიტორი იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება და დასასჯელი აუცილებლად დაისჯება.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერიც ერთ-ერთი ჭირისუფალია და ის, საკუთარი ხალხისა თუ ქალაქის წინაშე პირნათელია.
,,ვიცი, რა ძნელიც არის ყოველივეს გადატანა, გამოცდილი მაქვს და ამიტომ. უზომოდ ძნელია ამის გადატანა.
რაც შეეხება კახა კალაძეს, ის პირნათელია თავისი ხალხისა და ქალაქის წინაშე. ასევე, დაკისრებულ მოვალეობასაც პირნათლად ასრულებს...
ისიც ერთ-ერთი თავზარდაცემული ჭირისუფალია ამ ამბავთან დაკავშირებით, მისი ვაჟკაცური ცრემლიც გაჰყვა პატარა მარიტას.
ამაყი ვარ იმით, რომ კალაძე დღეს თბილისის მერია. დასასჯელი დაისჯება აუცილებლად, თვითონ კალაძე მოითხოვს ამას. კალაძემ როგორც განიცადა, ეს ამბავი, დარწმუნებული ვარ, არავის გამორჩა მხედველობიდან. ის მართალი კაცია, მართლა იგლოვა ეს ბავშვი," - განაცხადა მარიკა კვალიაშვილმა.