დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მდებარე შადრევანში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი ბავშვის საქმის გამოძიების ფარგლებში 9 პირი დააკავა, მათ შორის, გრინსერვისის და საექსპერტო კომპანიის თანამშრომლები.
ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კიდექსის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.