1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
2021 წელს 6 აპრილს, ტყიბულის რაიონის სოფელი ცუცხვათში მომხდარი უბედური შემთხვევის საქმეზე, რა დროსაც, ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ბექა ამყოლაძე გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
მომხდარზე საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით იყო აღძრული.
მომხდარის დეტალებზე „პრაიმტაიმთან“ ბრალდებულის ადვოკატი ნათია ჩხეტიანი საუბრობს.
„ერთად გაზრდილი ბავშვები იყვნენ, სკოლიდან მეგობრობდნენ, ჩაის კრეფაზე მუშაობდნენ. სულ ყველას დატყავებული ჰქონდათ ხელები. ამ ბიჭს ჰყავდა ხელით დასაქოქი ძველი „უაზი“. ერთ საბედისწერო დღეს, ცოტა დალიეს, ერთად ბრუნდებოდნენ სახლში, ჩაუქრათ მანქანა გზაზე. ერთ-ერთი მათგანი კახაბერ გაბუნია გადმოვიდა მანქანიდან, აიღო დასაქოქი სახელური, დასატრიალებელი, ამოარტყა სახელურმა, მოხვდა მუცელში და ღვიძლი გაუხეთქა, გადმოიყვანეს მანქანიდან, სასწრაფოს გამოუძახეს მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბექა ამყოლაძის სახელზე იყო მანქანა და დააკავეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის.
პროკურორი ამბობდა, რომ არ უნდა გადაეცა სახელური მეგობრისთვის. მე ვამტკიცებდი, რომ გაუფრთხილებლობა ისე არ არსებობს თუ პირმა წინდახედულობის ნორმები არ დაიცვა და მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს ქმედებასა და შედეგს შორის.
ეს რადგან დასაქოქი მოწყობილობა, იგივე სტარტერი იყო, ფაქტობრივად ქოქავდა, რომელი წინდახადულობის ნორმა არ დაიცვა? სტარტერით, რომ მივიდა პირი და ჩამქრალ მანქანას ქოქავს ეს როგორი გაუფრთხილებლობა იყო?. ამიტომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თათია გოგოლაურმა გაიზიარა ეს შეფასება, რომ საქმეში არ იყო არანაირი დანაშაულის შემცველი ნიშნები. მომხდარი ბექა ამყოლაძის მხრიდან არანაირი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და გამართლდა. 9 თვე თითქმის პატიმრობაში იყო და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობის ადგილიდან“, - ამბობს ადვოკატი ნათია ჩხეტიანი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.