მომდევნო 2 დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს - ამინდი ევროპის ქვეყნებში
1751126406
პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ეჭვმიტანილია აშშ-ში, ჩიკაგოს მახლობლად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე მომხდარ მასობრივ მკვლელობაში. 4 ივლისს დილით, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დაწყებიდან მალევე, ერთ-ერთი შენობის სახურავზე მყოფმა პირმა სროლა დაიწყო, 6 ადამიანი მოკლა, 30-მდე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
პოლიციამ 4 ივლისს, საღამოს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. ილინოისის შტატის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ადგილობრივი მკვიდრი, 22 წლის რობერტ კრიმო.