გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
სიახლე არაფერია. ასეთი მტრული განცხადება რატომ უნდა გაგვიკვირდეს ადამიანებისგან, რომლებიც თბილისში ჩამოვიდნენ, ახალგაზრდებს სამოქალაქო ომზე გადასვლასა და უკრაინული მაიდნის საქართველოში მოწყობისკენ მოუწოდეს?, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის თაობაზე გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.
გია ვოლსკის განმარტებით, მტრული განცხადება ეკუთვნის არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთელი საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული, რადგან მომავალ თანამშრომლობას ეხება.
„მსოფლიოში პოლიტიკური კონიუნქტურა იცვლება და რასაკვირველია, ახლა ყველა თავისი პოზიციების გაძლიერებას ცდილობს, მათ შორის საქართველოში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში. სამწუხაროა, რომ ბალტიისპირელები ყოველთვის თავს იჩენენ და პირველები დგებიან, როცა საქართველოსთვის რაიმეს დაშავებას ცდილობენ. მათ შორის იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც აბსოლუტურად ორმაგ სტანდარტს გულისხმობს. ლატვიას რუსეთთან გაცილებით მეტი ექსპორტი აქვს, მეტ ღვინოს აწვდიან და რასაკვირველია, ორმაგი სტანდარტი ააშკარავებს მათ რეალურ სახეს და შინაარსს, ასევე მათ დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ. არ მგონია, რომ მომავალი ეკუთვნის ასეთ სიძულვილით აღსავსე პოლიტიკას, რაც მათ საქართველოს მიმართ აქვთ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის 9 დეკემბერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ელჩის მიმართ კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. პაველ ჰერჩინსკი გააკრიტიკა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა, ასევე ლატვიელმა ევროპარლამენტარმა, რიჰარდს კოლსმა.