„მოგესალმები საქართველო...“ - ძებნილი ვაჟა მელაძე ახალ მიმართვას ავრცელებს

ვაჟა მელაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა გამოაცხადა.

ვაჟა მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს. რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ რადგან მასზე ძებნაა გამოცხადებული, აეროპორტში მისვლას არ აპირებს და თავად გაფრინდება.

წუხელ გამოქვეყნებული პოსტით ირკვევა, რომ მელაძემ ქვეყანა დატოვა და უცხო მიწაზე იმყოფება.

„მოგესალმებით საქართველო, უკვე უცხო ადგილებიდან, დავფიქრდი და მაგარი ისტორია გვაქვს. ისტორიაშიც კი ყველა ჩვენს გმირს სიკვდილის შემდეგ ვცემთ პატივს, იქნებ გამახსენოთ სიცოცხლეში ვინ დაფასდა, რაღაც არ მახსენდება.

მე კი ბევრი მაგალითი მაქვს, თუ როგორ ექცევიან ახლა ქართველ გმირებს, როგორ აფასებენ და როგორ ექცეოდნენ ადრე.“ - დაწერა მელაძემ.