„გადავრიცხეთ 5000$, დღემდე კომპანიაში არავინ გვპასუხობს'' - ,,პრაიმტაიმმა“ ძებნაში მყოფი ვაჟა მელაძის საქმის მასალები მოიპოვა

ვაჟა მელაძე

„პრაიმტაიმმა“ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ბრალდებული ვაჟა მელაძის საქმის მასალები მოიპოვა.  

საგამოძიებო უწყებას არა ერთმა დაზარალებულმა მიმართა, ისინი იმ თანხების უკან დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც ავეჯის დასამზადებლად მელაძის კომპანიას დაურიცხეს, თუმცა სანაცვლოდ კომპანიისგან დაკისრებული ვალდებულებები არ შესრულებულა.

„2021 წლის დეკემბერში მეუღლესთან ავეჯის დასამზადებლად ერთად მივედი კომპანიაში „მელაძის ინტერიერი“. გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანია იღებდა ვალდებულებას 23983 ლარად ავეჯის დამზადება-დამონტაჟებაზე. შეკვეთა უნდა შესრულებულიყო 2022 წელის თებერვლამდე. კომპანიის მოთხვნით წინასწარი შესატანი გადავრიცხეთ კომპანიის ანგარიშზე 5000$ ექვივალენტი ლარში. თუმცა მიუხედავად ამისა,  კომპანიას დღემდე არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კომპანიის ტელეფონზე არავინ გვპაუსხობს...“, - წერია ერთ-ერთი დაზარალებულის განცხადებაში, რომლითაც მან საგამოძიებო უწყებას მიმართა.