„მშვიდობით საქართველო...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ძებნილი ვაჟა მელაძე

ვაჟა მელაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა გამოაცხადა.

ვაჟა მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს. მელაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მის ძებნასთან დაკავშირებით წერს:

„ჩემზე სრულმაშტაბიანი ძებნაა გამოცხადებული და სპეცრაზმის ეკიპაჟები მეძებენ, აეროპორტში მისვლას არ ვაპირებ, ჩემით გავფრინდები ქვეყნიდან.

საავიაციოს რატომ ვსწავლობდი ვერასდროს ვერ ვხვდებოდი, ბევრი მეკითხებოდა რათ გინდაო და ახლა მივხვდი რატომაც, ყველა ნიჭს თავისი დრო ჭირდება, ყველა დროს კი დაფასება, ახლა კი მირჩევნია დამოუკიდებლად ვიფრინო.

მშვიდობით საქართველო, უფალი ფარავდეს ყველა იმ ქართულ ოჯახს ვინც ჩემს მხარეს იყავით წინ არ ვიცი რა იქნება, მაგრამ მთავარია ჩემი ცოლი და შვილი ვიპოვო შემდეგ კი ერთად ყოფნა შევძლოთი“,- წერს ვაჟა მელაძე.