პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი გადაცემა „ნიუსრუმში“ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს.
გელბახიანის თქმით, აზროვნების მხრივ ექსპრეზიდენტს პრობლემა არ აქვს, თუმცა ძალიან სუსტად და უმოძრაოდაა.
„მისი გამოხედვა აღარ არის ცეცხლოვანი...აქტიური ადამიანის გამოხედვა. რაც შეეხება გონებას, საღ აზრზეა და არაფერი ცვლილება არ არის, მაგრამ თუ ნახავთ მის მდგომარეობას, შეიძლება ითქვას, რომ აჩრდილია დარჩენილი. მე არ ვამბობ, რომ სარეანიმაციო პირობები სჭირდება, მაგრამ მისი მკურნალობის შედეგებით, გამოჯანმრთელებისკენ არ მიდის“,- ამბობს გელბახიანი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.