"როდესაც ადამიანი არის უმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაში, ვერ იქნება მოფიქრალი პოლიტიკურ პროცესებზე" - ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე

nika melia

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ მიესალმება მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უკავშირდება.

მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. შესაბამისად, არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ არ ფიქრობდეს და ვერ ფიქრობდეს პოლიტიკაზე.

"მე მგონი გასაკვირი არ არის ადამიანისგან, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკასაც კი ვერ უძლებს, გამომდინარე იმ მრავალთვიანი, არაადამიანური მოპყრობის შედეგად, რაც მან საკუთარ ჯანმრთელობაზე იწვნია. ის პირველ რიგში საჭიროებს ახლა გამოჯანმრთელებას. ბუნებრივია, დაცვის მხარის, ადვოკატების სტრატეგია არის რომ, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს საზღვარგარეთ შესაბამის ჰოსპიტალში და გამოჯანმრთელდეს. როდესაც ადამიანი არის უმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაში, რატომ ისმის კითხვა, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ვერ იქნება და არც უნდა იყოს მოფიქრალი პოლიტიკურ პროცესებზე. ამ ყველაფერს მივესალმებით, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დგას", - განაცხადა ნიკა მელიამ.