პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ერთკვირიანი პაუზის შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატი ვალერი გელბახიანი შევიდა. მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან საუბრის მთავარი თემა იქნება მისი განცხადება, რომელიც სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლას შეეხებოდა.
გელბახიანი ისევ ამბობს, რომ ამის შესახებ თავად ექსპრეზიდენტი ძალიან მალე გააკეთებს კომენტარს.
"მისი სიცოცხლე საფრთხეშია და ამიტომ მას არ ეპოლიტიკება. უნდა, რომ საკუთარი სიცოცხლე გადაარჩინოს. ისედაც ბევრი აიღო საკუთარ თავზე, როდესაც გარისკა, იცოდა რომ დაიჭერდნენ და მაინც ჩამოვიდა. მაგრამ სიცოცხლე უკვე ისეთი რამეა, აქ რისკები გამორიცხულია," - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
თემაზე შეფასებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც. საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ არასწორი მოლოდინები არ უნდა შეიქმნას. ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკიდან წასვლა პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა იმოქმედებს "ნაციონალური მოძრაობის" რეპუტაციაზე.
"ის იმ მასშტაბისა და ზომის არ არის, რომ რაღაც დიდი გავლენის მოხდენის მოლოდინში ვიყოთ – პოლიტიკაში გინდა დარჩეს, გინდ გავიდეს, ეს ქართული პოლიტიკის სურათს თვისობრივად არ ცვლის. რაც შეეხება საკითხს, თუ რაზე შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს, "ნაციონალური მოძრაობის" რეპუტაციაზე, რასაკვირველია, შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს. არ შეიძლება განცხადება მისი პოლიტიკად გასვლის თაობაზე სასჯელის აღსრულების საკითხთან დაკავშირებით. სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის პატიმრის მკურნალობა და მისი უფლებების აღსრულება, სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნასთან კავშირში არ არის," - განაცხადა მიხეილ სარჯვალაძემ.