პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ნებისმიერი მიზეზით ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა მორალურად და პოლიტიკურად კატასტროფაა“, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის საკითხს.
„მას როგორც მოექცნენ, ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა არა მისი მომხრეებისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის. ნებისმიერი მიზეზით ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა მორალურად და პოლიტიკურად კატასტროფაა.
ის, რომ დღეს სააკაშვილია „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და სპიკერები არიან: ხაჭაპურიძე, გელბახიანი, თაკო ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე და ეს ხალხი, ეს არის მორალური კატასტროფა.
ეს არის ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა, მათ შორის სააკაშვილიც შედის და მისი გარემოცვაც, ვინც აირჩია ეს გზა, რომ ივანიშვილის მეთოდებით და ღირებულებების გარეშე უნდა მოიპოვო ძალაუფლება, უნდა დაემსგავსო ივანიშვილს და „ოცნებას“, რომ მოუგო. ამ არჩევანმა მიიყვანა აქამდე ეს ვითარება. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებელია სააკაშვილი, მაგრამ ისინიც, ვინც მის გარშემო ან ფანატიკური მიზეზებით ან მედროვეობით არიან, ამ ყველაფერს მხარს უჭერდა ან ჩუმად იყო“, – განაცხადა ბოკერიამ.