რა ხდება სახლში, სადაც ყოველდღიურად საკმეველი ინთება
1738090777
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 862.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 1 723.7 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 23.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 4 138.4 მლნ. აშშ დოლარი – კლებამ 7.2 პროცენტი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მარტში 2 414.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია.