„მეუბნებოდნენ, ისე მოგივლით, როგორც საკუთარ დედასო...“ - რას უყვება „მისტერ ოფშორად“ მოხსენიებული კეზერაშვილის თაღლითობის სქემაზე დაზარალებული პენსიონერი BBC-ის

ქოლცენტრების საქმე

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში ნაჩვენები და მოყოლილია, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

ჩვენ 340 ათასი გირვანქა სტერლინგი დავკარგეთ ზუსტად ერთ კვირაში, - საუბრობს BBC-ის საგამოძიებო ფილმში დავით კეზერაშვილის თაღლითური სქემით დაზარალებული პენსიონერი წყვილი.

„მეუბნებოდნენ, ისე მოგივლით, როგორც საკუთარ დედასო. ერთ-ერთი მამაკაცი გვეუბნებოდა, ფილ, იაზრებთ, რომ მალე მილიონერი გახდებითო? ჩვენ 340 ათასი გირვანქა სტერლინგი დავკარგეთ ზუსტად ერთ კვირაში. ის იყო დამცირებული, შერცხვენილი. მოვიდა ჩემთან და ბოდიშები მომიხადა“, - აცხადებს დაზარალებული პენსიონერი ქალი.

ცნობისთვის,  BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.