კარდიოლოგების გაფრთხილება - ამ ტიპის ყავა ყველაზე მეტად სახიფათოა
1772563995
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, იდეალური სცენარი იქნებოდა, თუ ირანი დემოკრატიული ქვეყანა გახდებოდა და მეზობლებს აღარ დაემუქრებოდა.
თუმცა, როგორც კალასი აღნიშნავს, ასეთი რამ რეალობისგან ჯერჯერობით შორსაა.
„რა თქმა უნდა, იდეალური სცენარი დემოკრატიული ირანი იქნებოდა, რომელიც არ ემუქრება მეზობლებს, მაგრამ ასეთი რამ რეალობისგან შორსაა. ახლა ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ რა მიმართულებით განვითარდება ეს ომი“, - თქვა კალასმა.
კალასმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ომი ახლო აღმოსავლეთში სწრაფად ფართოვდება, ხოლო თეირანის სტრატეგიას რეგიონში ქაოსის დათესვა და ცეცხლის ალში გახვევა წარმოადგენს.
„ომი ახლო აღმოსავლეთში სწრაფად ფართოვდება. თეირანის სტრატეგიას წარმოადგენს რეგიონში ქაოსის დათესვა და ცეცხლის ალში გახვევა. მეზობლებზე თავდასხმის განურჩევლად განხორციელება რეჟიმის დაისზე მეტყველებს“, - დასძინა კალასმა.