გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა
1772699890
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში, საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განხილულ იქნა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის ანგარიში, შავ ზღვაზე არსებული ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და რისკები.
საბჭოს წევრებმა იმსჯელეს, ბოლო დროს, მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოში არსებულ გამოწვევებზე. ასევე, განსაზღვრეს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის პრიორიტეტები და განიხილეს სამომავლო გეგმები. ამასთან, დამტკიცდა საბჭოს სხდომის რეგლამენტი და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
სხდომას ესწრებოდნენ საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საბჭოში შემავალი უწყებების მინისტრის მოადგილეები და შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი.
საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) წარმოადგენს საზღვაო და სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნიკალურ კონცეფციას, რომელსაც უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და ოპერატიული დანიშნულება აქვს. უწყებათშორისი საბჭო კი სწორედ აღნიშნული ცენტრის საქმიანობის კოორდინაციას უზრუნველყოფს.
საბჭოს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი; მის შემადგენლობაში არიან - სასაზღვრო პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებები.
საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ და საბჭოს წევრებმა, სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა და მცურავი საშუალებები დაათვალიერეს.
გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.