წყალი 11 საათით შეწყდება - მისამართები და აღდგენის დრო
1772655076
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით - 1974 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაც ბრალდებულს სპეციალურად მოწყობილ სამალავში
ჰქონდა განთავსებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.